
დაცვის სისტემები
დეტექტი უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ან შენობის უსაფრთხოების სტანდარტების შეფასებას, დადგენასა და მონიტორინგს.
სამეთვალყურეო კამერები ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის კამერების მონტაჟს ობიექტის გარე და შიდა პერიმეტრზე.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ტურნიკეტების დაყენებას, რომელიც რეკომენდებულია ობიექტებზე, სადაც პერსონალის დიდი რაოდენობა იყრის თავს. ტურნიკეტები აადვილებს ობიექტზე შესვლას და აფერხებს ადამიანთა მასიურ შედინებას.
დაშვების სისტემა, დიდ თუ პატარა ორგანიზაციაში, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული სისტემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებს აძლევს ობიექტზე შესვლის უფლებას. ამგვარად, შესაძლებელია დარეგულირდეს, საჭიროებისამებრ კი, გაკონტროლდეს კომპანიაში მყოფი ადამიანების ვინაობა და რაოდენობა. სისტემა იცავს არა მხოლოდ საწარმოს თანამშრომლებს, არამედ მნიშვნელოვან დოკუმენტაციასა და აქტივებს.
ვიდეო-აუდიო დომოფონები
დომოფონები გამოიყენება ოფისებში, კერძო სახლებსა და კორპუსის ბინებში. ვიდეო-აუდიო ფუნქციონალით აღჭურვილი დომოფონი შექმნილია კომუნიკაციის გასამარტივებლად.
სიგნალიზაციის სისტემები
სიგნალიზაციის სისტემა ერთგვარი დეტექტორია, რომელიც არასასურველი მოვლენის დაფიქსირებისას დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ამგვარი მოვლენებია წყლისა და გაზის გაჟონვა, მსხვრევა, კარ-ფანჯრების გაღება-დაკეტვა და სხვა. სიგნალიზაციის სისტემა საშუალებას მოგცემთ, შენიშნოთ და დროულად აღმოფხვრათ ინციდენტი.
ჩამწერი მოწყობილობები
მაღალი ხარისხის აუდიო გახმოვანების სისტემები, შენობებში, უზრუნველყოფს გაფრთხილებებისა და საგანგებო ინსტრუქციების მკაფიოდ და ეფექტურად ტრანსლირებას.
საკონფერენციო სივრცისთვის შესაბამისი მაღალი ხარისხის აუდიო ტექნიკით აღჭურვა, ამარტივებს სამუშაო პროცესს და ზრდის პროცესის პრეზენტაბელურობას.