სახანძრო უსაფრთხოება ღია ცის ქვეშ
- დეტექტი
- Jun 2
- 2 min read
Updated: Jun 3
ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი იწყებს გარე აქტივობების დაგეგმვას, ისეთების როგორებიცაა: ბუნებაში - ღია ცის ქვეშ გამართული შეკრებები, ლაშქრობები, პიკნიკები ხორცის მოსამზადებელი კოცონით და ა.შ.
ამ ყველაფერს თან ახლავს სახანძრო უსაფრთხოების რისკები. ღია ცის ქვეშ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საცხოვრებელი თუ კომერციული ტიპის შენობებში.
ამ ბლოგში ჩვენ გაგიზიარებთ ღია ცის ქვეშ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ძირითად წესებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მომდევნო შეკრების დროს, რათა უზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო და სასიამოვნო გამოცდილება ყველასთვის, ვინც თქვენს ღონისძიებას ესწრება. მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
ბარბექიუ

ხორცის შეწვა ბუნებაში ნებისმიერი შეკრებისთვის შესანიშნავი დამატებაა და ხორცის მომზადება ბევრისთვის საყვარელი გარე აქტივობაც არის თუმცა, მომზადების შემდგომ ცეცხლის კერის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება სახიფათო სიტუაციამდე მიგვიყვანოს (ამის მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოშიც).
ღია ცეცხლის, აალებადი მასალების გამოყენების, ჰაერში ნაპერწკლების არაპროგნოზირებადი გატყორცნის და ნაკვერჩხლების არსებობის შემთხვევაში, ხორცის ცეცხლზე მომზადება პოტენციური საფრთხეების ფართო სპექტრს ქმნის.
გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
ცეცხლის დასანთებად შეარჩიეთ ვაკე ადგილი, ბუჩქებისგან, ხეებისა და ფარდულებისგან მოშორებით (ცეცხლის კერის თავზე არ უნდა იყოს ხის ტოტები)
მოარიდეთ ასეთ ადგილსპატარა ბავშვები და შინაური ცხოველები.
არასდროს დატოვოთ კერა უყურადღებოდ.
დარწმუნდით, რომ ახლოს გაქვთ ვედრო ქვიშით ან წყლით, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ჩააქროთ.
მომზადების დასრულების შემდეგ დარწმუნდით, რომ დარჩენილი ნახშირი სათანადოდ გაცივდა. არ მიატოვოთ ნახშირი გაღვივებულ მდგომარეობაში.
კოცონი

კემპინგის დროს კოცონის გარშემო ჯდომა, მეგობრებთან ერთად თუ მარტოდ, სასიამოვნო ტრადიციაა. თუმცა, თუ ცეცხლი სრულად არ ჩაქრება, არსებობს შესაძლებლობა, რომ ცეცხლი ხელახლა აალდეს მხოლოდ რამდენიმე სულ პატარა ზომის არჩამქრალი ნაკვერჩხლის გამოც კი. ცეცხლს შეუძლია კარავი ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაანადგუროს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, მიიღოთ შესაბამისი ზომები ხანძრის თავიდან ასაცილებლად.
გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
ლაშქრობისას, სანამ კოცონს აანთებთ, დარწმუნდით, რომ კონკრეტულ ადგილზე ცეცხლის დანთება დაშვებულია, რადგან გარკვეულ ადგილებში (განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე) მოქმედებს წესები და რეგულაციები, რომლებიც ნებისმიერ ადგილას ცეცხლის დანთებას კრძალავს. ასეთ დროს კოცონის დანთება უნდა მოხდეს ტერიტორიის მფლობელის ან სახელმწიფო სააგენტოს ან ორგანოს მიერ წინასწარ გამოყოფილ ადგილებზე.
კვლავაც დარწმუნდით, რომ იყენებთ გამოყოფილ კერას ან უსაფრთხო ადგილს, რომელიც მოშორებულია ტოტებისგან, მშრალი ბალახისგან ან ახლომდებარე აალებადი მასალებისა და ნაგებობებისგან.
არასოდეს გამოიყენოთ პარაფინი ან ბენზინი კოცონის ასანთებად.
დარწმუნდით, რომ ახლოს გაქვთ საკმარისი წყალი ან ქვიშა კერის ჩასაქრობად.
არასოდეს დატოვოთ კოცონი უყურადღებოდ.
აუცილებლად ჩააქრეთ კოცონი, სანამ კარავში ღამის გასათევად დაბრუნდებით.
ცის ფარნები

ცის ფარნებს შეუძლიათ ჯადოსნური ელფერი შესძინონ ღია ცის ქვეშ შეკრებას და შექმნან მომაჯადოებელი სანახაობა ღამის ცაზე. თუმცა, თუ მათ ფრთხილად არ მოეპყრობით, მათ შეუძლიათ ხანძრის მნიშვნელოვანი რისკი შექმნან. ფარნის ასაფრენად გამოყენებული ღია ალს (რომელიც ეკიდება მასში მოთავსებულ პარაფინიან სანთელს ან სხვა ტიპის აალებად მასალას) ჩამოვარდნის შემთხვევაში პოტენციურად კატასტროფულ შედეგების გამოწვევა შეუძლია.
გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
ზოგიერთ ქვეყანაში ცის ფარნების გამოყენება საერთოდ აკრძალულია.
გაითვალისწინეთ გარემო პირობები, როგორიცაა ქარის სიჩქარე და მიმართულება, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ფრენის ტრაექტორიაზე.
ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენი ცის ფარნები გამოიყენება ღია სივრცეებში, ხეებისგან, შენობებისგან ან ნებისმიერი აალებადი მასალისგან მოშორებით.
განიხილეთ სპეციალური პირის არსებობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფარნების გადაადგილების მონიტორინგზე მათი ფრენის განმავლობაში (ჩამოვარდნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება)
დეტექტის მთავარი რჩევა - უმჯობესია სრულად თქვათ უარი ასეთი ტიპის ფარნების გამოყენებაზე.
コメント