სახანძრო უსაფრთხოება უნივერსიტეტის შენობებში
- დეტექტი

- 1 day ago
- 2 min read
სახანძრო უსაფრთხოება, უნივერსიტეტებში, გულისხმობს სტუდენტების, ლექტორების და პერსონალის დაცვას ყოველდღიურ სასწავლო გარემოში. დიდ კამპუსებში ერთ სივრცეში ერთდროულად ბევრი ადამიანი იმყოფება, ამიტომ რისკების კონტროლი და სწრაფი რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
უნივერსიტეტებში არის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები და ტექნიკური სივრცეები.
ამ სივრცეებში სხვადასხვა ტიპის რისკი არსებობს: ელექტრო მოწყობილობები, ქიმიური მასალები, გათბობის სისტემები და ხალხმრავლობა.
ხანძრის შემთხვევაში დრო გადამწყვეტია, ამიტომ გეგმა წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და ყველასთვის ცნობილი.
რა სისტემები უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო შენობას?
გამართული სახანძრო სიგნალიზაცია და კვამლის დეტექციის სისტემა.
მკაფიოდ მონიშნული საგანგებო გასასვლელები.
განათებული ევაკუაციის გზები და შეკრების ადგილი.
ცეცხლმაქრები სწორ ადგილებში და მათზე მარტივი წვდომა.
კვამლის მართვის სისტემა.
უნდა ხორციელდებოდეს რეგულარული ტექნიკური შემოწმება ელექტროქსელზე, გათბობასა და ლაბორატორიულ აღჭურვილობაზე.
პერსონალის და სტუდენტების როლი
უნივერსიტეტის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ განგაშის დროს.
სტუდენტებს უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი, როგორ დატოვონ შენობა მშვიდად და სწრაფად.
საერთო საცხოვრებლებში საჭიროა დამატებითი წესები, რადგან იქ ხანძრის რისკი ხშირად მაღალია.
ლაბორატორიებში უნდა იყოს მკაცრი წესები ქიმიურ და თბურ მოწყობილობებთან მუშაობისას.
ევაკუაცია და სავარჯიშოები
უნივერსიტეტმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს ევაკუაციის სიმულაციები.
თითოეულ შენობას უნდა ჰქონდეს საკუთარი მოქმედების გეგმა.
სტუდენტებმა და პერსონალმა უნდა იცოდნენ როგორც ძირითადი, ისე ალტერნატიული გასასვლელები.
სიმულაცია ეხმარება ადამიანებს რეალურ სიტუაციაში პანიკის შემცირებაში.
ყოველდღიური პრევენცია
ელექტროობის წერტილების განსაზღრვულზე მეტად დატვირთვის აკრძალვა,
საერთო სივრცეებში არ უნდა გროვდებოდეს ქაღალდი, მუყაო და სხვა აალებადი მასალა.
კვამლის სუნი, გადახურებული კაბელი ან გაუმართავი მოწყობილობა დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს.
უსაფრთხოების წესები უნდა იყოს მარტივად ხილვადი შენობების შესასვლელებსა და დერეფნებში.
მონიტორინგი:
NFPA კოდებში (ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ეროვნული ასოციაციის (National Fire Protection Association - აშშ) მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სტანდარტებისა და მარკირების სისტემა) ერთ-ერთი მთავარი იდეა მუდმივი შესაბამისობა და ხარისხის კონტროლია. უნივერსიტეტმა რეგულარულად უნდა გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა მისი ინფრასტრუქტურა, ტრენინგები და სისტემები მოქმედ მოთხოვნებს.
თუ შენობაში დაემატა ახალი სივრცე, შეიცვალა გამოყენების ტიპი ან გაიზარდა დატვირთვა, უსაფრთხოების გეგმაც უნდა განახლდეს. ამ მიდგომით უნივერსიტეტი არა მხოლოდ რეაგირებს რისკზე, არამედ წინასწარ ამცირებს მის ალბათობას.
უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოება მხოლოდ წესების არსებობა არ არის - ეს არის მუდმივი მზადყოფნა, სწორი ინფრასტრუქტურა და ადამიანების პასუხისმგებლობა - ამ საკითხების ორგანიზებასა და ინსტრუქტაჟში კი სახანძრო უსაფრთხოების კომპანია - დეტექტი - წლებია არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეხმარება. კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით. *სახანძრო უსაფრთხოება უნივერსიტეტის შენობებში




Comments