სახანძრო უსაფრთხოება სკოლებში
- დეტექტი

- Jul 17
- 2 min read
სახანძრო უსაფრთხოება სკოლებში
სკოლებში ხანძრის რისკების მართვა ეფუძნება საერთაშორისო სიცოცხლის უსაფრთხოების კოდებსა და საბაზისო პრინციპებს: პრევენცია, სწორი ინფრასტრუქტურა და ადამიანების მზადყოფნა. მიზანი არის, რომ ცეცხლის გაჩენის ალბათობა შემცირდეს და საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები და პერსონალი სწრაფად და უსაფრთხოდ ევაკუირდნენ.

1. შენობა და ინფრასტრუქტურა
საგანმანათლებლო შენობებში უნდა იყოს რამდენიმე ხელმისაწვდომი ევაკუაციის გზა, რომლებიც დაცულია და კარგად არის მონიშნული.
დერეფნები, კიბეები და გასასვლელები არ უნდა ჩაიკეტოს ავეჯით, ინვენტარით ან დეკორაციებით, რომ ევაკუაციის დროს უწყვეტი მოძრაობა იყოს შესაძლებელი.
EXIT ნიშნები და საგანგებო (ავარიული) განათება უნდა იყოს მკაფიოდ ხილული და მუშაობდეს.
სკოლაში განთავსებული ცეცხლმაქრი მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს შენობის ზომას და რისკებს, იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და რეგულარულად ინსპექტირებული.
2. აღმოჩენა და სიგნალიზაცია
სკოლას უნდა ჰქონდეს ადრეული აღმოჩენის სისტემა: კვამლის დეტექტორები და სიგნალიზაცია, რომლებიც მოიცავს და დაფარავს საკლასო ოთახებს, დერეფნებს, საერთო და ტექნიკურ ზონებს.
ხმოვანი და ვიზუალური სიგნალები (სირენები, exit ნიშნები და ავარიული განათებები) ისე უნდა ფუნქციონირებდეს, რომ შეტყობინება მივიდეს ყველა ზონამდე, მათ შორის - ხმაურიან გარემოში, მაგალითად სპორტდარბაზში.
ცენტრალური სახანძრო სიგნალიზაციის პანელი და სისტემის ჩანაწერები პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს, რათა სისტემაში არ ჩარჩეს „შეცდომები“ (troubles), რომლებიც სისტემის გამართულ მუშაობას ხელს უშლის.
3. ყოველდღიური პრევენცია
კლასებსა და საერთო სივრცეებში ღია ალი (სანთლები, პატარა ღია ნაკეცები) არ უნდა გამოიყენებოდეს, გარდა სპეციალურად კონტროლირებადი, უსაფრთხოების დამატებითი ზომებით უზრუნველყოფილი შემთხვევებისა.
გათბობის და სხვა თბო მოწყობილობები უნდა იყოს დაცილებული ფარდებისგან, ქაღალდებისგან და სხვა აალებადი დეკორაციებისა და ინვენტარისგან.
სამზარეულოსა და სასადილოში ცხიმისა და ნარჩენების ზედაპირები რეგულარულად იწმინდება, რათა არ წარმოიქმნას სწრაფი გავრცელების რისკი.
ელექტრო პანელები და გაყვანილობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინსპექციისთვის, არ უნდა დაიფაროს ნივთებით.
4. ევაკუაციის გეგმა და სპეციალური სწავლება
სკოლას უნდა ჰქონდეს ევაკუაციის გეგმა, სადაც აღწერილია მარშრუტები, გასასვლელები და შეკრების ზონები სხვადასხვა ბლოკისთვის.
მოსწავლეებისა და პერსონალის რეგულარული სავარჯიშო სწავლებები ეხმარება იმას, რომ ევაკუაცია სტრესულ პირობებშიც სწრაფად და ორგანიზებულად განხორციელდეს.
სავარჯიშოები უნდა ტარდებოდეს სხვადასხვა სცენარით - დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა საწყისი პოზიციებიდან, რომ ყველა გაიცნოს ალტერნატიული გზები. (კომპანია "დეტექტი" უზრუნველყოფს ტრენინგებს თქვენი სკოლისთვის)
შეკრების ადგილი წინასწარ არის განსაზღვრული, საკმარისად შორს შენობისგან და ისე მოწყობილი, რომ ანგარიშგება მოსწავლეთა რაოდენობაზე იყოს მარტივი.
5. ადამიანების მომზადება
ადმინისტრაცია და მასწავლებლები გადიან ტრენინგებს, სადაც სწავლობენ, როგორ მართონ ევაკუაცია, როგორ დაითვალონ მოსწავლეები და როგორ იმოქმედონ.
მოსწავლეებისთვის იმართება საინფორმაციო სესიები ან მოკლე გაკვეთილები, სადაც მათ უხსნიან ხანძრის რისკებს, უსაფრთხო ქცევას და იმას, რა უნდა მოიმოქმედონ სიგნალიზაციის გააქტიურებისას.
მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მშობლებთანაც: სკოლა უზიარებს ინფორმაციას, რა უსაფრთხოების პოლიტიკა და პროცედურები აქვს, რათა მათ ჰქონდეთ ნდობა გარემოს მიმართ.
6. მონიტორინგი
სახანძრო უსაფრთხოების გეგმა რეგულარულად ახლდება, სისტემის ტესტირების და ინფრასტრუქტურულ ცვლილებების საფუძველზე.
ყოველი სწავლების ან რეალური ინციდენტის შემდეგ ხდება შეფასება: რამდენი დრო დასჭირდა ევაკუაციას, სად გაჩნდა შეფერხება და რომელი ზონა აღმოჩნდა ყველაზე პრობლემური.
აღმოჩენილი ნაკლოვანებები აისახება ცვლილებებში - დამატებითი EXIT ნიშნები, მოძრაობის კორიდორების გაწმენდა, ტრენინგების გამკაცრება და უკეთესი კომუნიკაცია.
სკოლის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ თეორიული რეკომენდაციები გადაიქცეს პრაქტიკულ ქმედებებად - სწორად შერჩეული სისტემებით, რეგულარული ტექნიკური მომსახურებით და პერსონალის უწყვეტი სწავლით.
ამ მიმართულებით სახანძრო უსაფრთხოების კომპანია დეტექტი, უზრუნველყოფს სკოლების სრულყოფილ სახანძრო უსაფრთხოებას: შენობების აღჭურვას სიგნალიზაციის, დეტექციისა და ცეცხლმაქრი სისტემებით, მათი შემოწმებით და განახლებებით, ასევე პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალის ტრენინგებს უსაფრთხო ქცევასა და ევაკუაციის პროცედურებზე.
სატატია მომზადებულია: აშშ საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების ალიანსის (Emergency and Safety Alliance - ESA) და indiana state firemarshall-ის მონაცემებზე და რეგულაციებზე დაყრდნობით / NFPA




Comments