გზამკვლევი, თუ სად და რა კრიტერიუმებით უნდა შეიძინო ცეცხლმაქრი
- დეტექტი
- May 14
- 3 min read
Updated: May 15
თუ ხანძრის რისკის შეფასების ან არსებული ცეცხლმაქრების განმეორებითი სერვისის შედეგად დადგინდა, რომ თქვენს კომერციულ შენობას ახალი ცეცხლმაქრები სჭირდება, აუცილებელია, რომ ისინი "სწორი" ადგილიდან შეიძინოთ. როგორც ბიზნესის მფლობელს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცდუნებას იწვევდეს არალოგიკურად იაფი შეთავაზებები, თქვენ გაქვთ იურიდიული ვალდებულება, დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ შეძენილი აღჭურვილობა შეესაბამება მოქმედ უსაფრთხოების სტანდარტებს.
ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ფაქტორს, რომლებიც გასათვალისწინებელია ახალი ცეცხლმაქრის შეძენისას, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ და თქვენი პერსონალი დაცული იქნებით ხანძრის შემთხვევაში.
რომელი ტიპის ცეცხლმაქრი მჭირდება?
იმის დასადგენად, თუ რომელი ტიპის ცეცხლმაქრი გჭირდებათ თქვენი შენობისთვის, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ ცეცხლმაქრების სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების შესახებ. ცეცხლმაქრის თითოეული ტიპი სპეციალურად შექმნილია ხანძრის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად და აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ცეცხლმაქრი, რომელსაც ყიდულობთ თქვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი გარემოს შესაფერისია.
ხანძრის რისკის ყოვლისმომცველი შეფასების ჩატარებით, (რომელსაც უზრუნველყოფს კომპანია "დეტექტი") თქვენ გამოავლენთ თქვენს შენობაში არსებულ ხანძრის კონკრეტულ საფრთხეებს. ეს საფუძვლიანი შეფასება მოგაწვდით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ზომები უნდა მიიღოთ ხანძრის რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის, მათ შორის, თუ რომელი ტიპის ცეცხლმაქრი არის შესაფერისი თქვენი შენობისთვის.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უშუალოდ კომერციული შენობებისთვის ასევე კანონით არის გათვალისწინებული ხანძრის რისკის შეფასების ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს შენობის და იქ მომუშავეების უსაფრთხოება.
სად უნდა შევიძინოთ საიმედო ცეცხლმაქრი?

ცეცხლმაქრები უნდა შეიძინოთ სანდო ხანძარსაწინააღმდეგო კომპანიებისგან, რომლებიც ამავდროულად ფლობენ მათი პროდუქციის უსაფრთხოების დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატებს (როგორებიცაა en, ce, tse, nfpa და სხვა) არ შეიძინოთ ცეცხლმაქრები საეჭვო წყაროებიდან, როგორიცაა მეორადი ნივთების ობიექტები, ღია ბაზრობები ან გაურკვეველი და საეჭვო რეპუტაციის მქონე მომწოდებლები.
ხშირად მცდარად ითვლება, რომ ყველა ცეცხლმაქრი შეიძლება გამოყენებულ იქნას ურთიერთშემცვლელად სხვადასხვა ტიპის ხანძრისთვის - თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ასე არ არის. მაგალითად, ელექტრო ხანძრის ჩაქრობისას წყლის ცეცხლმაქრის (ისევე როგორც უბრალოდ წყლის) გამოყენებამ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში შედეგები გამოიწვიოს (ელექტროობით გამოწვეულ ხანძართან საბრძოლველად საუკეთესოა co2 ანუ ნახშირორჟანგის ტიპის ცეცხლმაქრი)
როდესაც ყიდულობთ ცეცხლმაქრს სანდო ხანძარსაწინააღმდეგო კომპანიისგან, ეს ნიშნავს, რომ მიიღებთ ექსპერტულ რჩევებს თქვენი შენობისთვის შესაფერისი ტიპების და მათი მონტაჟის ადგილების შესახებ. პროფესიონალური ვებსაიტი, ინდუსტრიული აკრედიტაციების, განხორციელებული პროექტების და მათი პარტნიორების სიით არის საიმედო გზა მუშა და საიმედო ცეცხლმაქრების შესაძენად, სწორი კომპანიის შერჩევისას.
კომერციული დანიშნულების მქონე შენობებში ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების ძირითადი საკითხები
როგორც აღვნიშნეთ, დამსაქმებლებს აქვთ კანონიერი ვალდებულება, დაიცვან თავიანთი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. არასწორი ტიპის ცეცხლმაქრით ან გაურკვეველი წარმოშობის აღჭურვილობით საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება უპასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, მიმართოთ გამოცდილ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც სწორ მითითებებს მოგცემთ.
კომერციული ტიპის შენობაში ხანძრის შემთხვევაში, გამოძიების ეტაპზე, თუ დადგინდება რომ უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული და პრობლემა რომლის აღმოფხვრაც ამ საკითხებზე პასუხისმგებელ პირს ევალებოდა - არ აღმოიფხვრა ინციდენტამდე, ასეთ პირს, როგორც წესი, ბიზნესის მფლობელს, მენეჯერს ან შენობის მფლობელს, შეიძლება დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ დადგინდება რომ ამა თუ იმ დარღვევის დროულად აღმოფხვრით ხანძრის და მისგან მიყენებული ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
ხშირად დასმული კითხვები ცეცხლმაქრების შეძენისას
კარგად არის ახსნილი... მეც მქონდა ელიავას ბაზრობაზე იაფად ნაყიდი ცეცხლმაქრი და არ დამჭირვებია უბრალოდ გადავწყვიტე გამომეცადა. ცეცხლი დავანთე როგორ ჩააწრობდა და რო დავაჭირე სახელურს და არც გამოიფრქვა. მერე ვაჯანჯღარე და გაქვავებული იყო შიგნით რო გავხსენით ბალონის თავი.
ამ ხელფასზე თქვენთან ვიყიდი ახალს 😃