ავარიული განათების როლი შენობაში - რა არის და როგორ მუშაობს?
- დეტექტი
- 2 days ago
- 1 min read
კომერციული და საცხოვრებელი ტიპის შენობებში, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლის და ქონების დასაცავად. უსაფრთხოების სხვადასხვა ზომას შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავარიულ განათებას, რომელიც ევაკუაციის პროცესს ამარტივებს და შესაძლებელს ხდის შენობიდან სწრაფ და უსაფრთხო გამოსვლას.
ამ სტატიაში ჩვენ ვუპასუხებთ ხშირად დასმულ კითხვებს ავარიული განათების შესახებ, რათა შეძლოთ თქვენი შენობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

რა არის ავარიული განათება?
ხანძრის შემთხვევაში, როდესაც შენობაში ელექტროენერგია გათიშულია და ხილვადობა შეზღუდულია კვამლისა და ალის გამო - ავარიული განათება უზრუნველყოფს ევაკუაციის მარშრუტების, გასასვლელების, ლიფტების, კიბეების და სხვა ობიექტების უკეთეს ხილვადობას.
ავარიული განათებისა და გასასვლელის მანიშნებელ მოწყობილობებში (exit) ჩაშენებულია ინტეგრირებული ბატარეა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება, როდესაც მისი მთავარი კვების წყარო ითიშება; ისინი დახმარებას უწევენ არა მხოლოდ შენობაში მყოფ ადამიანებს ევაკუაციისას, არამედ მეხანძრეებსაც ეხმარებიან შენობის შიგნით ნავიგაციაში, რათა იპოვონ ნებისმიერი პირი, ვინც შეიძლება საფრთხეში იყოს.
რამდენ ხანს ძლებს ავარიული განათება საგანგებო რეჟიმში?
მთავარი კვების წყაროს გათიშვის მომენტიდან, მოწყობილობა გადადის ბატარიით მომარაგების რეჟიმზე და მისი მუშაობის ციკლი შეადგენს 3 საათს, რაც სრულიად საკმარისია ევაკუაციისთვის.
როგორ შევარჩიო სწორი საავარიო განათება ჩემი კომერციული ფართისთვის?
ბიზნესის მფლობელებსა და მენეჯერებს არ მოეთხოვებათ ზუსტად იცოდნენ, რა ტიპის საგანგებო განათება უნდა დამონტაჟდეს მათ ობიექტზე — ამის განსაზღვრა ისეთ გამოცდილ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის კომპანიას შეუძლია - როგორიცაა "დეტექტი". ჩვენ ჩავთვლით დეტალურ ხანძარსაწინააღმდეგო შეფასებას თქვენს ობიექტზე, რათა სრულად გავიგოთ თითოეული სივრცის სპეციფიკა და შემოგთავაზოთ ყველაზე ეფექტური და შესაბამისი გადაწყვეტა.

რამდენად მნიშვნელოვანია ავარიული განათების რეგულარული ტექნიკური მომსახურება?
სისტემის ყველა კომპონენტი, როგორიცაა ელემენტები და ნათურები, უნდა შემოწმდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ მისი უწყვეტი მუშაობის საიმედოობისთვის;
ავარიული განათების როლი შენობაში - რა არის და როგორ მუშაობს?#