სახანძრო წყალმომარაგების ტექნიკოსი
ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ქვემოთ
სახანძრო წყალმომარაგების ტექნიკოსი
ჩვენი კომპანია ეძებს გამოცდილ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახანძრო წყალმომარაგების ტექნიკოსს სპრინკლერული და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
-
სპრინკლერული სისტემების მონტაჟი: ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატური სპრინკლერული სისტემების აწყობა და ინსტალაცია პროექტის შესაბამისად.
-
სხვადასხვა ტიპის მილების ჭრა, ხრახნვა, შეერთება და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
-
ტესტირება და შემოწმება: დამონტაჟებული სისტემის წნევაზე გამოცდა, გაჟონვის შემოწმება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
-
უსაფრთხოება: ობიექტზე შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის დადასტურებული გამოცდილება (სავალდებულოა).
-
ტექნიკური ცოდნა: სპრინკლერული სისტემების, ქსელების და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა.
-
უნარები: მილებთან და შესაბამის ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
-
პიროვნული თვისებები: განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ყურადღება და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულება.
რას გთავაზობთ:
-
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
-
კონკურენტულ ანაზღაურებას (თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
-
სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
-
თანამედროვე ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობას.
-
პროფესიულ გადამზადებასა და სერტიფიცირების მხარდაჭერას.
-
კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
-
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 09:00 - 18:00
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge ან შეავსე მოკლე განაცხადი ამ გვერდის დასაწყსში.

