top of page

სახანძრო ვენტილაციის ტექნიკოსი

ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ქვემოთ

თქვენი განაცხადი მიღებულია!

ატვირთე რეზიუმე (არასავალდებულო)
Upload supported file (Max 15MB)

სახანძრო ვენტილაციის ტექნიკოსი

ჩვენი კომპანია ეძებს გამოცდილ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახანძრო ვენტილაციის ტექნიკოსს კვამლგამწოვი და ხანძარსაწინააღმდეგო სავენტილაციო სისტემების მონტაჟის მიმართულებით.

​

ძირითადი მოვალეობები:

  • სახანძრო ვენტილაციის სისტემების მონტაჟი: კვამლგამწოვი, ჰაერის მიწოდებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სავენტილაციო სისტემების მონტაჟი და აწყობა პროექტის შესაბამისად.

  • სავენტილაციო არხებისა და კომპონენტების მონტაჟი: სავენტილაციო არხების, ვენტილატორების, კვამლგამწოვი სისტემების, სარქველებისა და სხვა შესაბამისი კომპონენტების მონტაჟი.

  • მონტაჟისა და შეერთების სამუშაოები: სხვადასხვა ტიპის სავენტილაციო არხების, მილებისა და კომპონენტების ჭრა, დამუშავება, შეერთება და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

  • ტესტირება და შემოწმება: დამონტაჟებული სისტემების შემოწმება, გამართული მუშაობის ტესტირება, ხარვეზების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში მათი აღმოფხვრა.

  • პროექტის შესაბამისად მუშაობა: ტექნიკური ნახაზებისა და პროექტის მიხედვით სისტემების სწორად მონტაჟისა და განთავსების უზრუნველყოფა.

  • უსაფრთხოება: ობიექტზე შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის დადასტურებული გამოცდილება (სავალდებულოა).

  • ტექნიკური ცოდნა: სახანძრო ვენტილაციის, კვამლგამწოვი სისტემებისა და სავენტილაციო ქსელების მონტაჟის პრინციპების ცოდნა.

  • უნარები: სავენტილაციო არხებთან, ვენტილაციის კომპონენტებთან და შესაბამის ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.

  • ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა: პროექტებისა და ტექნიკური ნახაზების მიხედვით სამუშაოს შესრულების უნარი.
     

პიროვნული თვისებები: განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ყურადღება და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულება. (ეს სიტყვები არ არის შაბლონური, კანდიდატის ამ თვისებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ)
 

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

  • კარგ ანაზღაურებას (დეტალურად განვსაზღვრავთ გასაუბრების შემდეგ თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შეფასების შემდეგ)

  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 09:00 - 18:00
     

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge ან შეავსე მოკლე განაცხადი ამ გვერდის დასაწყისში.

D•V - ემოციური მარკეტინგი.jpg
Fire safety company - Detekti

head office

Guramishvili Avenue n73, Tbilisi

branch

Rustaveli St. N88,
Zugdidi

Social

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok

questions

To get answers to any questions related to fire safety issues, contact us at the number: 591 222 145

© 2025 by detect. Powered and secured by GOOGLE

bottom of page