top of page

უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური სპეციალისტი

ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ქვემოთ

თქვენი შეტყობინება მიღებულია!

უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური სპეციალისტი

დეტექტის გუნდი ეძებს გამოცდილ ტექნიკურ სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს ვიდეოსამეთვალყურეო, დაშვების კონტროლის, სახანძრო სიგნალიზაციისა და სხვა დაბალი ძაბვის სისტემების მონტაჟზე, პროგრამირებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე.

თუ გაქვს რეალური გამოცდილება ობიექტებზე მუშაობის, ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვისა და უსაფრთხოების სისტემების პროგრამირების მიმართულებით - გამოგვიგზავნე განაცხადი.
 

ძირითადი მოვალეობები

  • IP და HD-TVI ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი, კონფიგურაცია და ექსპლუატაციაში გაშვება.

  • NVR/DVR მოწყობილობების კონფიგურაცია, კამერების დამატება, ჩანაწერების არქივისა და AI ფუნქციების გამართვა.

  • დაშვების კონტროლის სისტემების მონტაჟი და პროგრამირება (კონტროლერები, ბარათების წამკითხველები, ელექტრო საკეტები, ტურნიკეტები, ბიომეტრიული ტერმინალები).

  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი, სამისამართო და არასამისამართო სისტემების პროგრამირება, ტესტირება და ჩაბარება.

  • დაცვის სიგნალიზაციის სისტემების ინსტალაცია და გამართვა.

  • UTP, FTP, Coaxial, Alarm Cable და სხვა დაბალი ძაბვის კაბელების გაყვანა, ტერმინაცია, მარკირება და ტესტირება.

  • Patch Panel-ების, Rack Cabinet-ების, PoE Switch-ებისა და სხვა ქსელური ინფრასტრუქტურის მონტაჟი.

  • Switch-ების, Router-ების და VLAN-ების საბაზისო კონფიგურაცია.

  • IP მისამართების დაგეგმვა, Static/DHCP კონფიგურაცია, Port Forwarding, DDNS, Remote Access-ის გამართვა.

  • ვიდეოსამეთვალყურეო პროგრამების (HikCentral Professional, Hik-Connect, Dahua DSS, SmartPSS და სხვა) ინსტალაცია და კონფიგურაცია.

  • სისტემების დიაგნოსტიკა, ხარვეზების აღმოჩენა და ოპერატიული აღმოფხვრა.

  • ობიექტის ჩაბარების შემდეგ მომხმარებლის ინსტრუქტაჟი და ტექნიკური მხარდაჭერა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უსაფრთხოების სისტემების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

  • Hikvision-ისა და Dahua-ს მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

  • სასურველია გამოცდილება Axis, Bosch, Suprema, ZKTeco, Uniview ან სხვა ანალოგიურ ბრენდებთან.

  • TCP/IP ქსელების კარგი ცოდნა.

  • Windows ოპერაციული სისტემისა და კომპიუტერული ტექნიკის კარგი ცოდნა.

  • ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი.

  • საზომი ხელსაწყოებით (Multimeter, Cable Tester, Network Tester) მუშაობის გამოცდილება.

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
     

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).

  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

  • თანამედროვე ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობას.

  • პროფესიულ გადამზადებასა და სერტიფიცირების მხარდაჭერას.

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 09:00 - 18:00

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge ან შეავსე მოკლე განაცხადი ამ გვერდის დასაწყსში.

Fire safety company - Detekti

head office

Guramishvili Avenue n73, Tbilisi

branch

Rustaveli St. N88,
Zugdidi

Social

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok

questions

To get answers to any questions related to fire safety issues, contact us at the number: 591 222 145

© 2025 by detect. Powered and secured by GOOGLE

bottom of page