top of page

აქვს თუ არა შენს ბიზნესს ევაკუაციის ეფექტური გეგმა?

  • Writer: დეტექტი
    დეტექტი
  • Sep 8
  • 3 min read

ბიზნესში, თქვენი თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტური ევაკუაციის გეგმის არსებობაა. ბიზნესისთვის მისი ქონა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და მისი საჭიროება ვერასდროს იქნება გადაჭარბებულად შეფასებული.


არასოდეს იცით, როდის შეიძლება წარმოიშვას საგანგებო სიტუაცია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კომპანია უზრუნველყოფილი იყოს ევაკუაციის გეგმით და ამ გეგმის შესახებ იცოდნენ ყველამ - თანამშრომლებმა, სტუმრებმა თუ კონტრაქტორებმა.


ამ ბლოგში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური და სწორად შედგენილი ევაკუაციის გეგმის ქონა ბიზნესისთვის. ასევე წარმოგიდგენთ იმ ძირითად ელემენტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შევიდეს თქვენს გეგმაში და გაგიზიარებთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია თანამშრომლებს ეფექტურად.

რა არის ევაკუაციის გეგმა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი?

სამუშაო სივრცის ევაკუაციის გეგმა, ბიზნესისთვის, სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლების სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. ის განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც უნდა შესრულდეს საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, როცა შენობის დაუყოვნებლივ დაცლა ხდება აუცილებელი. გეგმა, როგორც წესი, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ევაკუაციის მარშრუტებზე, შეკრების წერტილებზე, საგანგებო კონტაქტებზე(112) და გუნდის სხვადასხვა წევრის პასუხისმგებლობებზე.


კარგად შემუშავებული ევაკუაციის გეგმა უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა თანამშრომელმა და ვიზიტორმა ზუსტად იცოდეს როგორ მოიქცეს საგანგებო შემთხვევის დროს. ეს მხოლოდ ტრავმების თავიდან აცილებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ამცირებს დაბნეულობასა და პანიკას კრიზისულ სიტუაციაში. გარდა ამისა, ის აჩვენებს თქვენს ერთგულებას თანამშრომლების უსაფრთხოებისა და დაცვის მიმართ, რაც ნდობას ზრდის გუნდში.

ევაკუაციის გეგმა
*დეტექტის მომზადებული ევაკუაციის გეგმის ნიმუში

ევაკუაციის გეგმის შემადგენელი ძირითადი ელემენტები


საფრთხეების ამოცნობა

შენობისთვის დამახასიათებელი შესაძლო რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციებისთვის უკეთ მომზადებაში და უზრუნველყოფს როგორც თქვენი, ისე სხვების უსაფრთხოებას. ამისათვის მნიშვნელოვანია საფუძვლიანი სახანძრო რისკების შეფასების ჩატარება, რომელიც საშუალებას მოგცემთ განიხილოთ ყველა შესაძლო სცენარი, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ხანძრის რისკს და დანერგოთ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები ამ რისკების შესამცირებლად.


თუ შენობაში მყოფები კარგად ფლობენ უნარს, დროულად შეამჩნიონ საფრთხისშემცველი სიტუაციები, ევაკუაციის ეფექტიანობაც მნიშვნელოვნად იზრდება. ზოგ შემთხვევაში კი თავად საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებაც არის შესაძლებელი, რადგან პრობლემა აღმოიფხვრება მანამდე, სანამ ის განვითარდება. ეს კარგი შესაძლებლობაა, ჩაატაროთ თანამშრომლების გამოკითხვა მათი ცოდნის შესახებ, რაც ხანძრის რისკებს შეეხება. ასე უკეთ განსაზღვრავთ, სჭირდებათ თუ არა დამატებითი სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი (დეტექტი მოგიმზადებთ თქვენი ბიზნესისის საჭიროებებზე მორგებულ სწავლების კურსს)

1.პასუხისმგებლობის განაწილება

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესში ჩართული თითოეული პირი ზუსტად იცნობდეს თავის პასუხისმგებლობას საგანგებო სიტუაციის დადგომის შემთხვევაში. რეკომენდებულია დანიშნული იყოს სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ხანძრის რისკების შეფასებაზე, საჭიროებისამებრ პირველადი დახმარების გაწევაზე, საფრთხის შემცველი სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და ევაკუაციის ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანიშნულმა ზედამხედველებმა გაიარონ სერტიფიცირებული სახანძრო მომზადების კურსები, რათა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარები ხანძართან გამკლავებისთვის.


ზედამხედველებმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატარონ სახანძრო სწავლება კომპანიაში. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა თანამშრომელი იცნობდეს საგანგებო სიტუაციისას სწორ მოქმედებებს. ის ნაწილები, რომლებიც სწავლებისას არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, რათა რეალური ხანძრის შემთხვევაში უსაფრთხოება და ეფექტიანობა მაქსიმალურად იყოს დაცული.


2.უსაფრთხო გასვლის უზრუნველყოფა

საგანგებო გასასვლელი მარშრუტები არასოდეს უნდა იყოს დაბრკოლებული. ისინი მარტივი და სწრაფი უნდა იყოს შენობაში მყოფი ყველა პირისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. თავისუფალი და ნათლად მონიშნული გასასვლელი შესაძლოა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.


პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ძირითადი მარშრუტი და ალტერნატიული გზები შენობიდან გასასვლელად. აუცილებელია, გზები დალაგებული და თავისუფალი იყოს, ყველა კარი და ფანჯარა კი მარტივად იხსნებოდეს. ასევე, საგანგებო გასასვლელები მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული და აღჭურვილი სათანადო საგანგებო განათებით.


3.უსაფრთხო შეკრების წერტილის განსაზღვრა

უსაფრთხო შეკრების წერტილის განსაზღვრა სამუშაო სივრცის ევაკუაციის გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ადგილი ყველასთვის უნდა იყოს ცნობადი და ადვილად მისადგომი. ის უნდა მდებარეობდეს შენობის გარეთ, მაგრამ საკმარისად ახლოს, რომ ყველა უსაფრთხოდ და სწრაფად მივიდეს.


საგანგებო სიტუაციის დროს, მას შემდეგ რაც ყველა ადამიანი უსაფრთხოდ დატოვებს შენობას, სახანძრო ზედამხედველმა უნდა ჩაატაროს დასწრების გადათვლა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ ვინ არის უსაფრთხოდ და ვინ არა, და თავიდან ავიცილოთ დაბნეულობა.


4.რჩევები საგანგებო ევაკუაციის გეგმის კომუნიკაციისთვის

ევაკუაციის გეგმის არსებობა ერთი ნაწილია, მაგრამ მისი თანამშრომლებამდე სწორად მიტანა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რათა გეგმა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. აქ არის რამდენიმე რჩევა:

  • გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა - ინსტრუქციები უნდა იყოს მკაფიო და ყველასთვის ადვილად გასაგები.

  • ვიზუალური საშუალებების გამოყენება - რუკები, დიაგრამები ან ვიდეოები შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე მხოლოდ წერილობითი ინსტრუქციები, რადგან თანამშრომლებს ევაკუაციის მარშრუტების უკეთ გააზრებაში ეხმარება.

  • რეგულარული ტრენინგების ჩატარება - რეგულარული სწავლება თანამშრომლებს ეხმარება გეგმის უკეთ გასაგებად და სახანძრო სწავლებების მეშვეობით მიღებული გამოცდილება მათ მოქმედებებს უფრო მტკიცედ ამყარებს.

მოგვმართეთ სახანძრო უსაფრთხოების ნებისმიერ საკითხზე

დეტექტი - ერთ-ერთი წამყვანი სახანძრო უსაფრთხოების კომპანიაა საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის ტექნიკის მიწოდებას, მონტაჟს, მომსახურებას და რემონტს - სახანძრო სიგნალიზაციიდან დაწყებული ავტომატური ქრობის სისტემის გამართვამდე და მის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჩაბარებამე, რათა თქვენი შენობა სრულად იყოს მზად საგანგებო სიტუაციისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვატარებთ ინდივიდუალურად მორგებულ სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის გარემოს სპეციფიკას ეყრდნობა.


თუ გსურთ მეტი პროფესიული რჩევა სამუშაო სივრცის საგანგებო ევაკუაციის გეგმის შესახებ, დაგვიკავშირდით. ჩვენ უკვე მრავალ კომპანიას დავეხმარეთ მთელი საქარტველოს მასშტაბით ეფექტური ევაკუაციის გეგმების მომზადებასა და უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში.

Comments


სახანძრო უსაფრთხოების კომპანია - დეტექტი

სათავო ოფისი

გურამიშვილის გამზირი n73, თბილისი

ფილიალი

რუსთაველის ქ.N88,
ზუგდიდი

სოც. ქსელები

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok

კითხვები

სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 222 145

© 2024 by detect. Powered and secured by Wix

bottom of page